ნიკა სიმონიშვილი: ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებზე “ოცნებამ” ტაქტიკა შეცვალა

“ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებზე “ოცნებამ” ტაქტიკა შეცვალა” – ამის შესახებ იურისტი, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სასამართლო სამოქალაქო აქტივისტების ადმინისტრაციული პატიმრობისთვის ახლა გაცილებით მცირე ვადებს იყენებს.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ახალი ტაქტიკა” იმით აიხსნება, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი “მონიშნონ” განმეორებითი გზის გადაკეტვისთვის და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებზე ოცნებამ ტაქტიკა შეცვალა. აქამდე თუ დიდი ოდენობით (10 დღე და მეტი) პატიმრობას იყენებდნენ, ახლა გაცილებით მცირე ვადებს იყენებენ, თუმცა ეს უკან დახევა არაა.

ეს იმით აიხსნება, რომ ოცნების მიზანი მაქსიმალურად მეტი ადამიანის მონიშვნაა განმეორებაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად და არა სხვების შეშინება პოტენციური პატიმრობით (ეს რომ ვერ გამოუვიდათ, კი ნახეთ).

ამ ადამიანების “მონიშვნასთან” და “პარალიზებასთან” ერთად, ცდილობენ მალე გამოათავისუფლონ სხვებისთვის ადგილები იზოლატორში, აღარ სჭირდებათ დიდი ოდენობით პატიმრობა,” – წერს ნიკა სიმონიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე დაკავებული ვლადიმერ გველესიანი – ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ თავი აწიონ და არ დახარონ, მე აქ არ ვზივარ რამე სამარცხვინოსთვის, მე ვზივარ ჩემი სამშობლოსთვის

ზურაბ ჭავჭანიძე – მედროშეს მეძახიან, ევროკავშირის და საქართველოს დროშა რომ უჭირავს, ის ვარ მე – მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული – მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ