ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, განხორციელებული ცვლილებებით, საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა, არამედ არც საქართველოს მოქალაქეობა მოეთხოვებათ

იურისტ ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა, არამედ არც საქართველოს მოქალაქეობა მოეთხოვებათ.
სიმონიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილება რეალურად იმაზე მეტად მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგან პირველადი სტეუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე უგულვებელყოფს როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ქონის პრინციპსაც.
„საქმე ისაა, რომ ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულად ჩაითვლებიან და მათზე არ გავრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, რომელიც ადგენს შემდეგ მოთხოვნებს: საქართველოს მოქალაქეობა; ქმედუნარიანობა; სახელმწიფო ენის ცოდნა; სრულწლოვანება; მოხელის სერტიფიკატი.
ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზეა დამოკიდებული, დაასაქმებს თუ არა საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო ენის მცოდნეს თუ ა.შ.
დანამდვილებით ვერ ვიტყვი, სპეციალურად ქნეს ეს თუ გაეპარათ („ქოცებს“ ვერაფერს დავუფიცავ), თუმცა ფაქტია, საჯარო სამსახურში შუალედურ მენეჯერულ რგოლში შეიძლება მივიღოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა“, – წერს სიმონიშვილის “ფეისბუქის“ გვერდზე.
“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ“ გასულ კვირას დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს