ნიკა ობოლაძე – საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა „კლანისთვის“, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის – ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში, ერთი გამონაკლისი წელიც არ არსებობს, საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს

საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში, ერთი გამონაკლისი წელიც არ არსებობს, საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
ნიკა ობოლაძის თქმით, ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა.
„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის. ამის შედეგია ის, რომ ბოლო 10 წელიწადში ერთი გამონაკლისი წელი არ არსებობს საქართველოში – შობადობა მუდმივად იკლებს. თუ 2014 წელს 61 ათასამდე ბავშვი დაიბადა საქართველოში, ამის შემდეგ ათი წლის მანძილზე შობადობა არის მუდმივად კლებადი და 2023 წელს დაიბადა 40 ათასი ბავშვი, ანუ შემცირდა 20 ათასით. ასევე, ჩვენ გვაქვს ბავშვთა ემიგრაცია და წელიწადში დაახლოებით 5 ათასი ბავშვი ტოვებს ქვეყანას. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს პოლიტიკას, რომ ეკონომიკა ეკუთვნოდეს კლანს და არ ეკუთვნოდეს ხალხს. ამის გარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ – პროვოკაციებს უმკაცრესი პასუხი გაეცემა