ნიკა ობოლაძე ირაკლი კობახიძეს: ღარიბაშვილი არის თუ არა კორუმპირებული? (ვიდეო)

„ღარიბაშვილი არის თუ არა კორუმპირებული? – ამ შეკითხვით მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ ირაკლი კობახიძეს სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში საქართველოს ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით დებატებში.
კობახიძემ ობოლაძის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს „კორუმპირებულს“ ვერ დაუძახებს.
💭 „ამ ტერმინს არ გამოვიყენებ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება… რაც შეეხება შეფასებას, შეფასება გაკეთდა სასამართლოს მხრიდან… მე ამ სიტყვას არ ვიტყვი…
თქვენ რომ გქონდეთ სხვა დამოკიდებულებები რაღაცების მიმართ, მაგალითად, ღირსების მიმართ, არც ნაცების წევრი იქნებოდით და არც კორუმპირებულს დაუძახებდით ვიღაცას. ეს არის ჩემი პასუხი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.