5 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5 000 ლარით დააჯარიმა. სხდომაზე განიხილეს ლისის ტბის ასახვევთან მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე, სადაც მოწმის სახით ორი პოლიციელი გამოვიდა.
სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მელიამ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო თავად მელია აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მისი თქმით, დაკავებისას ადგილზე დაახლოებით 50 პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა -ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამნი იყვნენ.
ნიკა მელია მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ინფორმაციით, ის ლისის ტბის ასახვევთან აიყვანეს, როცა ტელეეთერში გასვლას გეგმავდა. -ს ინფორმაციით, კი მელუა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ის დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.