– 24 საათის განმავლობაში, ხვალ 20:00 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით – ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება!

დღეს საღამოს 20:00 საათიდან 24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია [თსუ-ის უნივერსიტეტის მიმდებარედ] გადაიკეტება – ქუჩა ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და მექანიზმია და სხვა მექანიზმებთან ერთად ქართული საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ქუჩას დემოკრატიისთვის გამოვიყენებთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, მ თსუ-სთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება.
„დღეს საღამოს 20:00 საათიდან 24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია [თსუ-ის უნივერსიტეტის მიმდებარედ] გადაიკეტება. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი განაგებს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას ხალხი არ აღიარებს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. მაშასადამე, პირველ რიგში ჩვენ – პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ნდობის მოდული მოგვანიჭა ქართველმა ხალხმა, მაგრამ სისტემური გაყალბებით ხელისუფლება თვითმარქვიად გამოაცხადა საკუთარი თავი, ვმოქმედებთ დღეიდან მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატურად. 24 საათის განმავლობაში, ხვალ საღამოს 8 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით. შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება.
ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება! არავის ეგონოს, რომ ბრძოლა შენელდება, ეს ბრძოლა დასრულდება ერთადერთი გამოსავლით – ახალი თ. ქუჩა ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და მექანიზმია და სხვა მექანიზმებთან ერთად ქართული საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ქუჩას დემოკრატიისთვის გამოვიყენებთ. ჩვენი ხმა ს შედეგებში არ აისახა იმიტომ, რომ გააყალბეს, მაგრამ ჩვენი ხმა თბილისის ქუჩებიდან აისახება იმ შედეგზე, რომელიც ახალი არჩევნებით დასრულდება“, – განაცხადა მელიამ.