ნიკა მელია – 2025 წელი იქნება წელიწადი, როდესაც ახალი ქართული, ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფო დაიბადება, რომლის ავტორი და მშობელი იქნება ხალხი

საახალწლო სუფრიდან ასობით ათასი ქართველი ქუჩაში რომ გამოვა, ე.ი. რამდენად ძლიერი იდეის გარშემოა ერთობა შემდგარი, როგორ შეიძლება ამ ერთობამ არ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, 2025 წელი იქნება წელიწადი, როდესაც ახალი ქართული, ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფო დაიბადება.
„ისტორიული დღეა, ისტორიული ახალი წელია. ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდებით, ერთ ოჯახად და ჩავიფიქრეთ სურვილები, რომლებიც უბრალოდ კი არ გვსურს, რომ აგვიხდეს, არამედ ამ სურვილის ასრულებისა და შესრულებისთვის სავსე რუსთაველის გამზირი მოქმედებს. ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ თამამად ვთქვათ, 2025 წელი იქნება წელიწადი, როდესაც ახალი ქართული, ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფო დაიბადება. ავტორი და მშობელი ამ სახელმწიფოსი იქნება ხალხი.
ძალა არის ხალხში, ამ ენერგიაში, რომელსაც ახლა ვგრძნობთ და ვხედავთ, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხია, ამ ქვეყანაში ჩატარდება ახალი და გაიმარჯვებს ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც იქნებიან წარმომადგენელი ამომრჩევლებისა. ყველამ უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავისა და ხმის ფასი. გილოცავთ ახალ წელს, 2025 იქნება უნიკალური წელიწადი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.