ნიკა მელია – ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა – ამ პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ შევა!

ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელიას თქმით, ყველა ქუჩაში უნდა იდგეს იქამდე, სანამ ს ხელისუფლება არ დაემხობა.
“კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, დღის წესრიგიდან მოხსნილია. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ახალი თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება. არა იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური, კოალიციური ჯგუფებისთვის მოპარული, ანუ თქვენთვის მოპარული არჩევნების შედეგები თვალსაზრისით აღდგეს სამართლიანობა, არა, ახალი არჩევნები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება.
არა ნაცვალსახელ „მე“-ს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! დასრულდა წინასაარჩევნო ბრძოლა. ამ ქვეყანაში ჩვენი გამარჯვების გარეშე არჩევნები აღარასდროს ჩატარდება. არც ერთი თავმოყვარე ადამიანი ამ რეჟიმის პირობებში არჩევნებზე აღარ წავა! მაშასადამე, ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა. ამ პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა!” – განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?