– უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები – წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება

უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები – წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მელია აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ ეს მირაჟიც უქრება“.
„რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს ამშვიდებდნენ.
ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს.
„თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება“, – ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები.
წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება“,- წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის