ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება

კონკრეტულად ამ ინიციატივას მე არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი „ძლიერი საქართველოს“ იდეას „სახალხო პარლამენტის” შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც მელიამ აღნიშნა, ახლა ოპოზიციის მიზანია, „რეჟიმის იქამდე რყევა, ვიდრე ის არ ჩამოინგრევა“.
„ყველა ის ნაბიჯი, მექანიზმი, იდეა, მოსაზრება, რომელიც რაციონალური, პრაგმატული, შედეგზე და მიზანზე ორიენტირებული იქნება, რაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ, ოლიგარქიულ რეჟიმს დაამარცხებს, განსახილველად ღირს. კონკრეტულად ამ ინიციატივას მე არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას, გაყალბებული ს შედეგად ძალაუფლება მიტაცებული ხელისუფლების დამარცხებას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება.
ჩვენი მიზანია, ივანიშვილის რეჟიმის რყევა, სანამ ის არ ჩამოინგრევა“, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, მ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები