ნიკა მელია – საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და არა ჩანაცვლებას

რატომ “კოალიცია ცვლილებისთვის”?! მიმაჩნია, რომ აქ ჩვენ ვცდილობთ სხვანაირად ვიფიქროთ, ვცდილობთ ერთმანეთი არ ვაქოთ, ვცდილობთ მომავალზე ვორიენტირდეთ, აქ არავინ არაა ბიზნეს ინტერესებით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, მ განაცხადა.
მელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია „ერთპარტიული მანკიერი მმართველობა“ დასრულდეს, რომელიც ყოველი ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო უარესი ხდებოდა.
მისივე თქმით, „ერთპიროვნული მმართველობა უნდა შეიცვალოს“ და არა ჩანაცვლდეს, ხოლო ამ ცვლილებისთვის კოალიციური მმართველობაა საჭირო.
“ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მორალური უპირატესობით, შეცდომების აღიარებით.
საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და არა ჩანაცვლებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება პოსტსაბჭოთა სივრციდან ეს სახელმწიფო არ გამოვიყვანოთ. ხორცის შესხმა გამოვა თუ ვიქნებით მართლები, თუ შევთავაზებთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას და მოვისურვებთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ნამდვილად დემოკრატიული წყობის. ძალა არის მრავალფეროვნებაში, სიმართლეში. დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად შესრულდება მიზანი და ქვეყანა გახდება წარმატებული ევროპული სახელმწიფო.
დადგა დრო, რომ 26 ოქტომბერს, ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვიყოთ მართლები. თბილისი არავის პატიობს შეცდომებს, არც წინა ხელისუფლებას და არც ამ ხელისუფლებას. თბილისმა ყოველთვის მიაღწია ცვლილებებს, თბილისი გრძნობს რომ ახლაც საჭიროა ცვლილებები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ