– პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს – რუსთაველზე პროტესტის შენელება-შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით – უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს

პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს – რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, საზოგადოება ყოველდღე უნდა დადგეს ერთად და “რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნის დასახსნელად იბრძოლოს”.
“პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს. რუსთაველია დღეს აჯანყებული ხალხის სისხლის მიმოქცევის მთავარი ორგანო ამ ქვეყანაში.
რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს. რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ – ვინც გარეთ ვართ.
ყოველდღე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნისა და მათ დასახსნელად.
შევხვდებით ხვალ რუსთაველზე!”- წერს მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში