ნიკა მელია – პირადად მე ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და საჯაროდაც ბევრი ითქმება, ოღონდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ – ახლა ის პოლიტპატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება, ეს გააპროტესტოს

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ – ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ფეისბუქზე“ წერს.
ნიკა მელია 9 მაისს ჩატარებულ აქციას ეხმაურება და ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ არა პოლიტიკურ გემოვნებაზე, არამედ თამაშის წესებზე. მძიმე იყო გუშინდელ დღეს იმის ნახვა, როგორ ართმევენ აქციის მონაწილეს მისი პოლიტიკური გემოვნების ამსახველ ბანერს, იმავე აქციის სხვა მონაწილეები.
იგივე წარმატებით მათ რომ წაართვან მეგაფონი ერთი ნებისმიერი შეძახილისთვის, რომელიც შესაძლოა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, ხომ იქნება მავნებლობა? მითუმეტეს როდესაც წარმოადგენ ჯგუფს, რომელიც თითქოს სიახლის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში.
პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება რა და
როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ; ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს.
როდესაც ერთობაზე ვსაუბრობთ – უნდა გვესმოდეს, განსხვავებულთა ერთობაშია ჩვენი ძალა და ამ პროცესში და პროტესტში, რამეს თუ გაფრთხილება სჭირდება, სწორედ ესაა“,- წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე – თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა – შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს

მაკა ბოჭორიშვილი – პრემიერმა კოპენჰაგენში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას – საქართველო ევროპაში არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა