ნიკა მელია – „მოსამართლემ“ შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა – არც ხვალ მივალ

„მოსამართლემ“ შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა – არც ხვალ მივალ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა, სხდომა მაინც ხვალ ჩაინიშნა.
„დღევანდელი პროცესზე არც პროკურორები მივიდნენ. „მოსართლემ“ შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა – არც ხვალ მივალ“, – წერს მელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.