ნიკა მელია – ივანიშვილმა დღეს ხელი აღმართა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებზე, ხელი აღმართა თბილისზე, ამას არავინ აპატიებს

ივანიშვილმა დღეს ხელი აღმართა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებზე. ხელი აღმართა თბილისზე, ამას არავინ აპატიებს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე გუშინ ივანიშვილმა თქვა: “არა ევროპას, კი რუსეთს”.
„დღეს საოკუპაციო ხაზი გადის რუსთაველის გამზირზე. გამზირზე, სადაც ისტორიულად ჩვენი წინაპრების ბრძოლის შედეგად დაგვიცავს ღირსება, მოგვიპოვებია თავისუფლება, დამოუკიდებლობა. რუსთაველის გამზირზე გუშინ ივანიშვილმა თქვა: “არა ევროპას, კი რუსეთს”. შესაბამისად, მთელმა თბილისმა გაიღვიძა. ივანიშვილმა დღეს ხელი აღმართა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებზე. ხელი აღმართა თბილისზე, ამას არავინ აპატიებს. ისტორიული უსამართლობა აუცილებლად აღმოიფხვრება. ისტორიულია უსამართლობა, როდესაც კაცი ბედავს, რუსთაველის გამზირზე დაამონტაჟოს სცენა, ჩამოიყვანოს ხალხი ძალდატანებით, დახარჯოს ამაში დაახლოებით 20 მლნ ლარი და ერს უთხრას, რომ მას აღარ აწყობს ევროპული მომავალი, ვინაიდან მის ქონებას, მის მოპარულ ფულს, მის ოლიგარქატს საფრთხე ექნება“,-განაცხადა მელიამ.
მისი განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება.
„სახელმწიფო ხელიდან გვეცლება, მაგრამ ამას ივანიშვილს არ გავაკეთებინებთ. აი, ასე ერთსულოვნად, ასეთი დიდი მუხტით, უშიშრად ს „რობოკოპები“ და დანაშაულებრივი სისტემა დამარცხდება ისტორიის წინაშე. ამ პროცესში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“,-განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი