ნიკა მელია – ზურაბიშვილმა გამოხატა ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა

დღეს, სცენიდან სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში მეხუთე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით წერს.
მელია იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას.
“26 მაისს ვულოცავ დამოუკიდებლობისთვის მუდმივად მებრძოლ ხალხს.
ვულოცავ პოლიტიკურ პატიმრებს – მათი ბრძოლა, პრინციპულობა და გაუტეხელობა მოიტანს შედეგს, მოიტანს ცვლილებას.
მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს.
თუმცა ცვლილებას სჭირდება პოლიტიკური მკაფიოობა.
დღეს, სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა.
იმედს ვიტოვებ, რიგი პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას.
ერთობა და კოორდინაცია მნიშვნელოვანია იყოს მკაფიო და მყარ პრინციპზე დაფუძნებული”, – წერს ნიკა მელია.