: ვუერთდებით 8 აპრილის აქციას

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ 8 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ც მიიღებს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მზად არის, რეჟიმის ტყვეების მშობლების ყველა ინიციატივას შეუერთდეს და ოთხ კედელში გამოკეტილ ახალგაზრდებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს.

მორალური უპირატესობა მათ მხარეს არის. როდესაც შენ ოთხ კედელში უკანონოდ ხარ გამოკეტილი, გაძლიერებს. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ ეს. პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ და ვიყოთ მკაფიოები საკუთარ გადაწყვეტილებებში და ყველა პროცესში უნდა შევიტანოთ სიცხადე. ჩვენ ვუერთდებით 8 აპრილის აქციას, ყველა ინიციატივაში მივიღებთ მონაწილეობას, თუკი რაიმე განსაკუთრებული მიუღებლობა არ იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”. – განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. მათი თქმით, 8 აპრილს გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს გაათენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია