ნიკა მელია დააკავეს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს.
პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის ლისის ტბასთან იმ დროს დააკავეს, როცა ერთ-ერთი გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა.
“ლისზე დააკავეს, პოდკასტის ჩასაწერად მიდიოდა, ფაქტობრივად, ოფისთან. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, იმყოფებოდა მხოლოდ და მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები [იყვნენ], ასე მეუბნებიან, 100-მდე იყვნენო. წაართვეს აბსოლუტურად ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც ტელეფონები, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს და მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს”, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
ნიკა მელიას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00-მდე ჰქონდა.
დღეს იყო ჩანიშნული მისი სასამართლო პროცესი, თუმცა ის გადაიდო ხვალისთვის, 14:00 საათისთვის. ნიკა მელია სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებდა.
პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. ის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.