კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.
“ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა, გადააყენა საპატრულო პოლიციამ, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, პრაქტიკულად, მოიტაცეს” – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
ადვოკატის თქმით, საბუთები ჩამოართვეს თანმხლებ პირებსაც. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა, დღეს, ღამის 12 საათამდე ჰქონდა, მისი სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო. ნიკა მელია სასამართლოზე მისვლას არ აპირებდა.
ადვოკატი თვლის, რომ შესაძლოა, რომელიმე, “მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავონ, რომ ხვალ უზრუნველჰყონ მისი იძულებითი მიყვანა პროცესზე.”
