ნიკა მელია – გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის

გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის, -ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, მისასალმებელია ს უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა და მისი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა.
„როგორც იქნა სალომე ზურაბიშვილსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა. ეს მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესისთვის. გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტ ზელენსკის პირდაპირ თავს ესხმის „ქართული ოცნება“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არადა, ში არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ბედი წყდება დიდწილად, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს. ამიტომ არის, რომ გამონაკლისის გარეშე, მთელი ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას. აქაც რომ ახერხებს „ქართული ოცნება“, საკუთარი თავი დასავლურ, განვითარებულ სამყაროს მოწყვიტოს, ამაზე მეტი დასტური რა უნდა იყოს, რომ ეს გუნდი საერთაშორისო იზოლაციაში არის. ხუთ თვეში „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს მართვის სადავეებთან და ქართველი ხალხის ნება უნდა ასახოს მათ მიერ არჩეულმა დემოკრატიულმა ძალებმა“,- განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით