გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მედიასთან განაცხადა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კოალიციაში განცხადება რამდენიმე წუთში გაკეთდება, თუმცა მანამდე მელიამ თქვა, რომ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს სწორი სამოქმედო ნაბიჯები და არა ემოციური.
„გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური, რომელიც არ იქნება მხოლოდ გადაწყვეტილებისთვის. თუ ვინმეს სჯერა, რომ ამ ქვეყანაში 12 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილი ასობით ათასი ამომრჩევლით მეტით არის მხარდაჭერილი, თუ ვინმეს სჯერა, რომ 90% მარნეულში აიღო, 90% სხვადასხვა ოლქში, თუ ვინმეს სჯერა, რომ 2 200 ოლქის დაჯამებული შედეგებია და პრაქტიკულად 100 ათასი ხმით მეტი აქვს აღებული, ვიდრე 2021 წელს და 900 უბანი ჯერ კიდევ დასათვლელია, მაშინ სხვა ქვეყანაში მივლია ამ სამთვე ნახევრის განმავლობაში.
ცხადზე უცხადესია, რომ სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელსაც სწორი ქმედებები მოჰყვება. მე პირადად, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ტიპის გამოცდილება უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმიღია, ამიტომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელსაც თან ახლავს სწორი სამოქმედო ნაბიჯები და არა ემოციური.
ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ეს ადამიანი აღარ აპირებს. გასარკვევია, კონკრეტული პასუხია გასაცემი, არავის ამ ქვეყანაში არ სჯერა, რომ ივანიშვილი სარგებლობს 65%-იანი მხარდაჭერით. 2012 წლის გამოცხადების ტოლფასი იყო დღევანდელი გამოცხადება, ამომრჩეველი მეტი მოვიდა სარჩევნო უბანზე, მაგრამ ყველა მოვიდა ივანიშვილის მხარდასაჭერად. გაღარიბდა ხალხი, გაიძარცვა, საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა, ყველაფერი იკადრა წლების განმავლობაში, რისი კადრებაც შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა და 300 ათასი ხმით გაიზარდა მისი მხარდაჭერა.
კონსულტაციები იქნება პრეზიდენტთანაც გასავლელი, უცხოელ პარტნიორებთანაც, არასამთავრობო სექტორთანაც. მე მომხრე ვარ, გადაწყვეტილება, როდესაც გამოცხადება მკაფიოდ, ამას თან ახლდეს ღირსებით სავსე ნაბიჯები”, – განაცხადა ნიკა მელიამ