ნიკა მელია – ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე

ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე! შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში ს ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება ,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ “ახმეტელის მეტროსადგურთან” განაცხადა, საიდანაც -ს საელჩოს მიმართულებით “ერთობის მარში” გაიმართება სახელწოდებით: “მადლობა მეგობარს”.
როგორც მელიამ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგობრივ მოძრაობაშია.
“არაფერი განსხვავებული არ ხდება. ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე. შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება, სადაც ხალხი არაფრის გამოა დაკავებული, ცრუმოწმეები მრავლდებიან და მრავლდებიან, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ჰგავს სახელმწიფო ინსტიტუტს, სახელმწიფო სამსახურში ყველა მუშაობს ერთი ადამიანის ნება-სურვილზე”,- აღნიშნა მელიამ.
რაც შეეხება “MEGOBARI აქტის” შესახებ დასმულ კითხვას, ნიკა მელიას თქმით, “მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო, დემოკრატიული წესწყობილება. ყველა საერთაშორისო პარტნიორი ამ პროცესში ქართველი ხალხის ნებას ეხმარება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე – თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა – შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს