“მივესალმები პოლიტიკურ პატიმრებს, პირველ რიგში, გამარჯობა მინდა ვუთხრა მათ და გამარჯვება, თითოეული მათგანისთვისაც ვდგავართ აქ და ეს მინდა რომ ხშირად გაიგონონ რუსთაველის გამზირიდან პოლიტპატიმრებმა. მათი დამსახურება არის ძალიან დიდი, გადაჭარბების გარეშე, ის რომ ტალღები პროტესტის გადაიქცა ზვირთებად და გადაიქცა შეუჩერებელ პროცესში, რომელსაც ბევრი ელოდა, ბევრი არ ელოდა. ეს პროცესი იმაზე მნიშვნელოვანია, უკვე, ვიდრე ყველაზე ბრუტალური ხელისუფლების შეცვლის პროცესი, ვიდრე საგარეო პოლიტიკური კურსის კვლავ დაბრუნების პროცესი, იმაზე მნიშვნელოვანი პროცესიც კი არის. ათწლეულების საქმე კეთდება ამ პროტესტით. თითოეულმა აქ მდგომმა ადამიანმა გააცნობიერა, რას ნიშნავს საკუთარი სამოქალაქო უფლებისთვის ბრძოლა.
რეჟიმმა კი არ აიძულა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ხალხი და ეს დისტანცია განსხვავებულ ადამიანებს შორის, განსხვავებულ პოზიციებს შორის, განსხვავებულ შეხედულებებს შორის სულ უფრო და უფრო მცირდება, რეჟიმმა კი არ აიძულა ისტორიამ აიძულა, რომ ყველა აქ გამოვსულიყავით, ისტორიამ ასე გადაწყვიტა და მართლაც, ათწლეულების საქმე კეთდება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რა თქმა უნდა ყოველთვის მოგვიწევდა თავისუფლებისთვის ბრძოლა და სიახლისთვის ბრძოლა, მაგრამ ერთბაშად ხდება ის, რაც ხდება ამ თვეების განმავლობაში.
მე არ ვთვლი, რომელიმე ცალკე აღებული საზოგადოებრივი, ან პოლიტიკური ჯგუფი ამ პროცესებიდან არის ამოვარდნილი, პირიქით შედუღაბებული არის და ამ დუღაბმა მოიტანა ის ენერგია. ახლა ამ ე.წ. პარლამენტის წინ რომ ვდგავართ, მართლა ხომ ცინიზმია, ჯერ არაფერს რომ არ წყვეტს 89 ე.წ დეპუტატი, ერთპარტიული შემადგენლობაა შიგნით, დასავლურ კურსს, რომ თავი დავანებოთ რომელიც შეცვალა, ერთპარტიული პარლამენტი არის პოლიტიკური ჯოჯოხეთი ქვეყნისთვის. ახლა, 35 ლარით გაუზარდა პენსია, თუ ამას გაზრდა ჰქვია, პენსიონერს და 7 ათასით გაუზარდა საკუთარ მორჩილს. ნორმალურ ქვეყანაში 7 ათასი ლარით კი არა 15 ათასი ლარითაც უნდა იზრდებოდეს დეპუტატის ხელფასი იმიტომ, რომ ერთ-ერთი პრობლემა ქართული პოლიტიკისა არის პოლიტიკური კორუფციაც და ადამიანი ვინც იმუშავებს ქვეყნის განვითარებისთვის უნდა იყოს თავისუფალი მავნე გავლენებისგან, რომელიც შეიძლება მას მოეხვეს თავს, მაგრამ ასეთი საშინელი დისპროპორცია და ცინიზმი ისედაც არაფერს არ წყვეტს. ნუთუ ეს შემთხვევით კეთდება, დეპუტატს 7 ათასით უზრდი ხელფასს, რომელიც დეპუტატი არ არის, უბრალოდ ღილაკზე ხელის მიმჭერია და ამ დროს 35 ლარით უზრდი პენსიას პენსიონერს, იმ მაღალი ინფლაციის პერიოდში, როდესაც ეს 35 ლარი იჭმევა ერთ საათში.
აქედან გამომდინარე, ეს ბრძოლა და ეს პროტესტი, რომელიც ადგენს დღის წესრიგს ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, საქართველოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ძალიან მოკაშკაშე ადგილს უკავებს, მთელ რიგ ეკონომიკურ, სოციალურ, გეოპოლიტიკურ პრობლემებს აგვარებს. მთავარი მონაპოვარი ამ პროცესის არის რწმენის დაბრუნება საზოგადოებაში. რწმენის, რომელიც გულისხმობს, რომ მისი ერთი საარჩევნო ხმა და მისი საპროტესტო ხმაც არის გადამწყვეტი. ეს შელახული იყო. არა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ბატონ-პატრონი ამ სახელმწიფოსი ახლაც და მომავალშიც იქნება თავისუფალი, ქართული ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე.”