აქციაზე – ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე – იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ ვერავინ შევიდეს

ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს.
ნიკა მელიას თქმით, უკან დახევა არ იქნება.
“ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან. ყოველ დღე უნდა გავმართოთ აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ ადამიანს ეკადრება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას