ნიკა მელია არ მივა 29 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე

ოპოზიციონერი ლიდერი („კოალიცია ცვლილებისთვის“) ამბობს, რომ არ მივა 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
29 მაისს სასამართლო განიხილავს სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში ნიკა მელიას გამოუცხადებლობის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. მას მოლოდინი აქვს, რომ ამ დღეს გადაიხედება მისთვის შეფარდებული გირაოს პატიმრობის შეცვლის საკითხი.
„მე მივიღე გადაწყვეტილება აქ არ მივიდე. რატომ? – ხალხის პატივსაცემად. მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს – მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. მე დარწმუნებული ვარ, ზურას [ჯაფარიძეს] ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა“, – თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ სხდომას დაესწრება მისი ადვოკატი: „პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას… სად ვიქნები, არ ვიცი“.
თბილისის საქალაქო სასამრთლოში მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზშივე დააკავეს პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე.
მას, ნიკა მელიას მსგავსად, ბრალად ედება „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა – ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთწლამდე პატიმრობას.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) სა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), ს (50 000 ლარი), ს (30 000 ლარი).
ირაკლი ოქრუაშვილმა გირაოდ შეფარდებული თანხა არ გადაიხადა და 14 მაისს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. დღეს, 22 მაისს კი ამავე მიზეზით საპატიმროშია ზურა ჯაფარიძე. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც ნიკა გვარამია და არც ნიკა მელიაც.
ფორუმი