ნიკა მელია: ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია ვერ მოხდება

ამ ქვეყანაში ვერ მოხდება საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე აქციაზე მყოფმა კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.

მელია ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია გამძლეობა, რათა ბრძოლა ბოლომდე მივიდეს და ივანიშვილის რეჟიმი ამ ბრძოლაში დამარცხდეს.

ამ რეჟიმის რეპრესიებს უნდა დავუპირისპიროთ ის ნებისყოფა, სპონტანურობა, ზომიერი ემოციურობა და დაუღლელობა, უდნა გჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში გამოხვალ გამარჯვებული. უნდა გვჯეროდეს, რომ გამარჯვება დარჩება ამ სახელმწიფოს და არა ივანიშვილს. ის რომ სხვადასხვა რაოდენობის ადამიანი გამოდის ყოველ დღე, საერთდ არ მეტყველებს იმაზე, რომ ხალხმა ხელი აიღო პროტესტის მხადრაჭერაზე. არ დაკლებია მხარდაჭერა ამ პროტესტს. ივანიშვილისთვის არის ღამის კოშმარი, როდესაც მან იცის, რომ გუდავდეს თავისუფალ მედიას, მაგრამ მაინც არსებობდეს, გუდავდეს ოპოზიცას, მაგრამ მაინც არსებობდეს, სამოქალაქო საზოგადოებას ებრძოდეს, მაგრამ მაინც არსებობდეს. ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად მშვიდობიანი რევოლუციისთვის ნოყიერია ნიადაგი – ასე უყრუებს ივანიშვილი ამ პროცესს, ამიტომ მშვიდი ძილის საშუალება არ აქვს. იმისთვის, რომ მას ეს შიში გაუქარწყლდეს, სრუალდ სისტემა უნდა გაამკაცროს, რასაც ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ მე მჯერა ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია ვერ მოხდება. ბრძლა არის მარათონული და ამ ბრძოლაში პირველ რიგში მნიშვნელოვანია ნებისყოფა, დანარჩენი რწმენის საკითხია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.