ნიკა მელიას პროკურატურაში ბრალს წარუდგენენ

თბილისის პროკურატურაში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს მიმართ ბრალდების წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას, კერძოდ კი, იქ გამოუცხადებლობას.
ცნობისთვის, ნიკა მელია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.
აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.