ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ს სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
ინტერპრესნიუსთან ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განმარტა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელთან, რომელმაც არ დაუკონკრეტა, რატომ აპირებენ ხვალ ამ საქმესთან დაკავშირებით ნიკა მელიასთან საპატიმროში შესვლას, თუმცა ის ვარაუდობს, რომ ნიკა მელიას სწორედ ხვალ წაუყენებენ ბრალს.
“გამომძიებელთან მქონდა კომუნიკაცია და ხვალ, 13:00 საათზე ნიკასთან აპირებენ შესვლას ამ კონკრეტულ საქმეზე. ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, ბრალს წარუდგენენ თუ არა, საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებზეო, მითხრეს, ბრალი არ დამიდასტურეს, ხვალ გეტყვითო, მაგრამ, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ”, – ამბობს ადვოკატი.
ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
ნიკა მელიას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი 30 მაისს სასამართლო პროცესზე შეასხა, სადაც მისი ს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის საკითხი განიხილებოდა. ნიკა მელიამ სხდომაზე ირაკლი შვანგირაძეს “დანაშაულებრივი ჯაჭვის რგოლი” უწოდა და პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.
მოსამართლემ ნიკა მელია დარბაზიდან გააძევა და პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელია 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით.