ს მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ს სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განმარტა, მას კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელთან, რომელმაც არ დაუკონკრეტა, რატომ აპირებენ ამ საქმესთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებაში მელიასთან შესვლას, თუმცა უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ 20 ივნისს წაუყენებენ ბრალს.
“გამომძიებელთან მქონდა კომუნიკაცია და დღეს, 13:00 საათზე ნიკასთან აპირებენ შესვლას ამ კონკრეტულ საქმეზე. ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, ბრალს წარუდგენენ თუ არა, საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებზეო, მითხრეს, ბრალი არ დამიდასტურეს, დღეს გეტყვითო, მაგრამ, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ”, – აღნიშნა ადვოკატმა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ