ნიკა მელიას დაკავება არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი – წინააღმდეგობის პლატფორმა

სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ს დაკავებას. მათი შეფასებით ეს არის “რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი”.
“ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი. როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან, პასუხი ნათელია – ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.
ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
29 მაისს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე დააკავეს ნიკა მელია. როგორ მისი თანაპარტიელები ჰყვებიან, ის თავდაპირველად საპატრულო პოლიციის მანქანამ გააჩერა, მოულოდნელად კი 100-მდე ჩასაფრებული პოლიციელი გამოჩნდა, რომლებმაც ძალის გამოყენებით წაიყვანეს. ადვოკატები მელიასთან დაკავებიდან 3 საათზე მეტი შემდეგ შეუშვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყებას მას ედავება 173-ე მუხლის დარღვევას, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.