ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც შეეფარდა

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს.
ასევე, სხდომაზე ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პროკურატურას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე არ გამოუკითხავს, რომლის მიხედვითაც წარმოუდგენელია ბრალდების მხარემ ისაუბროს იყო თუ არა წყლის შესხმა შეურაცხმყოფელი.
სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ