ს ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

დღეს საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ს წაუყენა ახალი ბრალი.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის ლოგიკით, ყველა ის პირი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, შესაძლოა, აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს.
„სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული. ამაში ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონო გამოყენება, როგორც ინსტრუმენტის და გამოდის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გმობს დღეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, ხელისუფლების მხრიდან თვითნებობას, ვინც ამაზე საჯაროდ განაცხადებს, ვინც საჯარო პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანი ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად და, ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი შეიძლება ამ ლოგიკით აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიკა მელიამ 2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ პროცესის რადიკალიზაციისთვის ქუჩაში აქტიური მოქმედება დაიწყო. გენერალური პროკურორის თქმით, მელია საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა