ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, ხვალ ჩანიშნული სასამართლო სხდომა გაიხსნება, მოსამართლე კი ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, პროკურორების მოთხოვნის საფუძველზე გადადოს თუ არა პროცესი

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ს ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ხვალ, 29 მაისს დანიშნული სასამართლო პროცესი არ გადადებულა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ადვოკატმა განმარტა, მას შეატყობინეს, რომ საქმის პროკურორები ტრენინგზე არიან და ისინი ითხოვენ, პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვალოთ.
კონდახიშვილის თქმით, სხდომა გაიხსნება და მის გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე მიიღებს. რაც შეეხება თავად ადვოკატის პოზიციას, ის აღნიშნულს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დააფიქსირებს.
ხვალინდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ. ამასთან, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯებოდა. ნიკა მელიამ 50 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, დიდი ალბათობით, პროკურატურა მისი გადაუხდელობის საფუძველზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებდა.
ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლო პროცესს არ დაესწრება.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ეს არ იყო მელიას დაკავება, ჩასაფრებით მოიტაცეს, აჩერებს პატრულის მანქანა „შუშის დაბურვაზე“, უცებ 10-ზე მეტი მანქანა და ხალხი გამოდის ტყის პირიდან, 100-მდე ადამიანი, შავებში ჩაცმული, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია – „საღოლ“, გელა!