ნიკა მაჭუტაძე: ბატონო კონსტანტინე, გილოცავთ ახალ თანამდებობას… მადლობას ვუცხადებ ს, რომელმაც უზარმაზარი ღვაწლი დასდო ბიბლიოთეკის განვითარებას

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე ს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად წარდგენას ულოცავს.
როგორც მაჭუტაძე აცხადებს, არაა საქართველოში კაცი, რომელიც ზე მეტად იმსახურებდა ამ საპატიო პოსტს.
„კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ვულოცავ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობას.
ბატონ კონსტანტინეს ყველა იცნობთ, მაგრამ ისე ახლოს, როგორც მე, ცოტა.
ეს არის მაღალი წიგნიერების, მაღალი აზროვნების ადამიანი – ცნობილი თავისი პატიოსნებით, წესიერებით, სიკეთით. წიგნებს სული აქვთ – ყველა წიგნი ხარობს იმით, რომ ჩვენი კონსტანტინე მათ მოევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად.
უღალატო კაცი, უკიდურესად საინტერესო წიგნების ავტორი, მთარგმნელი, მკვლევარი, მწიგნობარი, ინტელექტუალი.
ბატონო კონსტანტინე, გილოცავთ ახალ თანამდებობას. არაა საქართველოში კაცი, რომელიც თქვენზე მეტად იმსახურებდა ამ საპატიო პოსტს.
ასევე, უღრმეს მადლობას ვუცხადებთ ს, ახალგაზრდა კაცს, გურულს, მწერალს, რომელმაც უზარმაზარი ღვაწლი დასდო ჩვენი მთავარი ბიბლიოთეკის განვითარებას, მის გამდიდრებას, მის დაცვასა და შენახვას ბოლო 11 წლის განმავლობაში.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა კვლავ აგრძელებს თავის ტრადიციებს. ილია ჭავჭავაძის გზაზე ევლოს მარადიულად ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მთავარ წიგნთსაცავსაც“, – წერს ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ჩარკვიანი: ფულზე გაყიდულები ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენ – ვალებში და ისინი მილიონებში იხრჩობიან. ევროპის მონები ჩვენ ვართ, მაგრამ ევროპის და ამერიკის მოქალაქეებად თვითონ ზრდიან შვილებს