ნიკა კაცია – ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანი განაჩენია, უკანონოდ მამყოფეს, თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ, ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს – არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით

ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ის მოსამართლის განაჩენს სამართლიანად არ მიიჩნევს რადგან თვლის, რომ უკანონოდ იყო დაკავებული.
„ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანი განაჩენია, რადგან უკანონოდ მამყოფეს. უკანონოდ რომ მამყოფეს, მაგის ნიშანია ის პატარა გამარჯვება, რომელიც გიორგი ახობაძეს ჰქონდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ. ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს. ჩემ კოლეგა მზია ამაღლობელზეც.
ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით! მედიამ საუკეთესო მაგალითი აჩვენა“,- განაცხადა კაციამ.
ნიკა კაცია, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მისი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ახლობლები, მეგობრები ტაშითა და შეძახილებით: „ნიკა თავისუფალია“ შეხვდნენ.
სასამართლოს ეზოში გამოსვლის შემდეგ მან საქართველოს დროშა შემოიხვია და აქციაზე დაკავებულ სხვა პირებს, რომლებსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სოლიდარობა გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა