„დღესაც, ცოცხლად რომ დამმარხოთ, არც ერთი ნაბიჯით დავიხევ უკან. მე ვარ დაბადებული თავისუფლებისთვის… წამებას რომ უტოლდება, ისეთ მოპყრობაზე ვყვებოდი. ერთი შეკითხვაც არ დასმულა ამაზე, გამოძიება არ დაწყებულა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც პრაქტიკულად მაწამეს.
ამ ტრიბუნიდან გესაუბრებით უდანაშაულო ადამიანები, ისინი კი არა, გურამ როგავას რომ სიკვდილამდე სცემეს, მაკა ჩიხლაძეს რომ თავს დაესხნენ… მახსოვს, მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმის კადრები რომ ვნახე, იმ ღამეს გავედი აქციაზე.
ზვიად მაისაშვილის კადრები ვნახე, სულ არ ვიცნობ პირადად. ვერ გავჩერდი სახლში. სასიკვდილოდ ურტყამდნენ ასეთ ახალგაზრდა ბიჭს, ამას ხედავდე და შეგეძლოს, არ ადგე და გარეთ არ გახვიდე, რამე არ მოიმოქმედო, ეს ჩემამდე არ დადის“ — ნიკა კაციას საბოლოო სიტყვა სასამართლო სხდომაზე.

