ნიკა კაცია: ანდრო ჭიჭინაძე 9 თვეა დედას არ უნახავს, ზურა ჯაფარიძე ვეღარ ეტყვის დედას „მიყვარხარ“, გიორგი ახობაძე ვეღარ ჩაეხუტება დედას… რომელ სიმართლეზე მელაპარაკებით?

“ანდრო ჭიჭინაძე 9 თვეა დედას არ უნახავს, ზურა ჯაფარიძე ვეღარ ეტყვის დედას „მიყვარხარ“, გიორგი ახობაძე ვეღარ ჩაეხუტება დედას… რომელ სიმართლეზე მელაპარაკებით?“ | ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია რადიო თავისუფლების ცნობით. ის ამ წუთებში სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.
💬 „როცა თქვენ [მოსამართლე] გითხარით, არ გისურვებთ, რომ თქვენს შვილს ნარკოტიკი ჩაუდონ მეთქი, დედაჩემი მოვიდა ციხეში პაემანზე და მითხრა – არ გეთანხმები, ეგ რატომ უთხარიო. რატომ აიძულეთ დედაჩემი არ დამთანხმებოდა? რატომ აიძულეთ დედაჩემი სიყვარულით სავსე ქალი, რომელიც არასდროს არავისზე დაბოღმილა, მისგან იყო სულ მოთმინება, მოთმინება, რატომ აიძულეთ ილაპარაკოს ასე? ამას ვგულიხმობ, როცა ვამბობ, რომ რეჟიმი არის არაადამიანური” | ამბობს კაცია რადიო თავისუფლების ცნობით
💬 “როცა სხვა მოვა ხელისუფლებაში, იცოდნენ, რომ ასეთი ბოროტება არის დანაშაული. ფსკერის ფსკერი, რომელიც ყარს. არ მომწონს, რომ იძულებული ვარ, ასეთი ფრაზები ვიძახო. გზაში ვფიქრობდი, უნდა ვკითხო თამარ მჭედლიშვილს, როდის ჩაეხუტა ბოლოს დედას-მეთქი, ნუგზარ ჭიტაძემ ბოლოს რა მოუყვა დედას-მეთქი. ზღვარზე ვარ. არც ფილოსოფოსი ვარ, არც ჰეგელი და არც კანტი, მაგრამ ვატყობ, შემიძლია ხანდახან წავიდე ბოროტებისკენ, მაგრამ მაჩერებს ფიქრი, რომ არ შეიძლება. რატომ?! სრულიად არაფრის გამო” | თქვა კაციამ ნეტგაზეთის ცნობით
💬 „მე არ დავბადებულვარ გმირობისთვის, მაგრამ დავიბადე იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი“ | თქვა კაციამ სხდომაზერ რადიო თავისუფლების ცნობით