ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის – სამხარაულის ექსპერტი

“ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის” – განაცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა 12 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მაია კუთხაშვილმა, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, დღეს სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხეს.
მისი განმარტებით, ექსპერტიზაც ჩატარდა გაეროს სტანდარტით. ექსპერტმა აღნიშნა, რომ თმა ყველაზე დიდხანს ინახავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს – მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება მთელი წელიც და ნიკა კაციას ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული რომ ჰქონოდა, ამას ექსპერტიზა აუცილებლად გამოავლენდა.
პროკურორმა ექსპერტს ჰკითხა, ექსპერტიზის ჩატარებისას გაითვალისწინა თუ არა თმის ზრდის ტემპი? კუთხაშვილმა განმარტა, რომ თვის განმავლობაში ადამიანის თმა დაახლოებით 1 სანტიმეტრით იზრდება. მოწმემ განმარტა, რომ ის არის ქიმიკოსი და შეუძლია დადასტურებით თქვას, რომ თმის ღერის იმ ნიმუშში, რომელზეც მან ექსპერტიზა ჩაატარა, ნარკოტიკული ნივთიარება არ იყო აღმოჩენილი.
ნიკა კაციას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კაციას სწორედ იმ მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რითაც გიორგი ახობაძეს ჰქონდა და გაათავისუფლეს.
ნიკა კაცია, რომელიც პროევროპული აქციების მონაწილეა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ “ნარკოტიკი ჩაუდეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები