ნიკა თავაძე: და ვინც მხოლოდ პოლიტიკური ჭრილიდან უყურებთ მოვლენებს მაგას სიბრმავე ჰქვია და სამწუხაროდ არ იკურნება

“პირველი წარმოდგენა რომელითაც 1997 წლის 18 ივნისს – სამეფო უბნის თეატრი გაიხსნა იყო დათო დოიაშვილის სპექრაკლი ,, მარატ სადი”. ის იყო პირველი რეჟისორი, რომელის ნამუშევრითაც დაიწყო თეატრმა არსებობა. ასევე დოის დამსახურებაა მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი მისვლა.
და ასევე დოის დამსახურებაა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჩემი პირველი ნამუშევარი.
ამ ადამიანთან მთელი ცხოვრება მაკავშირებს და თავის უზარმაზარ ნიჭთან ერთად, რომელიც უხვად დააბერტყა ღმერთმა, ერთი მთავარი და საოცარი თვისება აქვს – ყოველთვის იცი რომ სულ, რომ კვდებოდეს მაინც გვერდში დაგიდგება. იმიტომ რომ მას სხვანაირად არ შეუძლია.
არ მჩვევია სენტიმენტები, მაგრამ ეს ზუსტად ის ადამიანია, რომელზეც რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო მაინც საკმარისი არ იქნება.
როცა მთელ ცხოვრებას ამ პროფესიის განვითარებას თავს შეალევ, ბოლოს რა თქმა უნდა ვიღაც ჟოპალეზის გადასაწყვეტი უნდა გახდეს კულტურის ბედი.
უახლოეს პერიოდში განხორციელებულმა სადამსჯელო ოპერაციებმა ქართულ თეატრს ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია.
ამას ქვეყნის მტრობა ჰქვია და სხვა არაფერი.
და ვინც მხოლოდ პოლიტიკური ჭრილიდან უყურებთ მოვლენებს მაგას სიბრმავე ჰქვია და სამწუხაროდ არ იკურნება,” – წერსს რეჟისორი ნიკა თავაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე – წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში