საქართველო ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს „თრიალეთის თასი – 2025″-ს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ქართველი ფიგურული მოციგურავე ნიკა ეგაძე ტურნირის ჩემპიონი გახდა.
მან მოკლე პროგრამაში 89,60 ქულა, თავისუფალ პროგრამაში – 171,42 ორი პროგრამის ჯამში კი – 261,02 და ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე უკვე მეორე მედალია. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა სპორტულ ცეკვებში ჩემპიონობა იზეიმა. მათ რითმულ ცეკვებში 80,35 ქულა დააგროვეს, თავისუფალ ცეკვაში – 123,04, ორი პროგრამის ჯამში კი 203,39 და ოქროს მედალი მოიპოვეს.
