ნიკა გილაური საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხედვასა და რეფორმების გეგმას წარადგენს

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური, 5 ოქტომბერს, საჯარო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე ნიკა გილაური წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ ხედვასა და რეფორმების გეგმას.
„ახალგაზრდა ლიდერებთან, აკადემიურ და ბიზნეს წრეებთან ერთად გილაური განიხილავს შემდეგ საკითხებს: რა კონკრეტული რეფორმებია გასატარებელი ჩვენს ქვეყანაში? როგორი რეგიონალური და საგარეო პოლიტიკაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას და დღევანდელი გლობალური და რეგიონალური გადაწყობის პროცესიდან გამარჯვებული და წარმატებული გამოვიდეს“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.