ნიკა გილაური პროევროპულ ბრძოლაში დაზარალებულების დახმარების ფონდს ქმნის და ₾100 000 შეაქვს

საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური საპროტესტო აქციებში დაზარალებულების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით ბიზნესს მიმართავს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
ის თვლის, რომ ბიზნესის მხრიდან მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება საკმარისი არ არის და მოქმედებაა საჭირო. ამიტომ მისი ინიციატივით ფონდი, რომელიც შეიქმნება დააფინანსებს აქციაზე დაზარალებული ადამიანების მკურნალობა რეაბილიტაციის ხარჯებს, ადმინისტრაციულ ჯარიმებს და საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების ფინანსურ მხარდაჭერას.
„პირველ რიგში, მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ. სავარაუდოდ, სწორედ ასეთმა თავდადებულმა, შეუპოვარმა და მიზანმიმართულმა ბრძოლამ მოიყვანა აქამდე ჩვენი ქვეყანა. ყოველ ღამე რუსთაველზე ათასობით თანამებრძოლს ვხვდები და როგორი სასიამოვნო და საამაყოა ასეთი ადამიანების გვერდით დგომა – ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალები, მეცნიერები, ბიზნესმენები, სუპერ ახალგაზრდობა – მიყვარხართ ყველა. უზარმაზარი მორალური უპირატესობა გვაქვს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ბიზნესს მინდა მივმართო – განცხადებების გაკეთება და ფეისბუკბანერის თუ პოსტების დადება კარგია, მაგრამ ნამდვილად არასაკმარისი.
ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ნამდვილად შესტკივა გული საქართველოსთვის და სურს, რაიმე გააკეთოს ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად. ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მეტი კოორდინაციაა აუცილებელი.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ შევქმნათ ამ ბრძოლაში მონაწილე დაზარალებული ადამიანების დახმარების ფონდი, რომლის მიზანი იქნება დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით შემდეგი კონკრეტული მიმართულებების დაფინანსება: