ნიკა გვარამია – ხალხი გაიფიცოს, სამსახურში არ იაროს, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო – სხვები ამუნათეს, ბოლოს თვითონ “ქოცების” შეთხზულ-გაყალბებულ, ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს – აი, მესმის

ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო – ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, წერს.
შესაბამის განცხადებას გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება -ს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო ს შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა.
„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“,- წერს გვარამია.
მანამდე გვარამიამ იგივე საკითხთან დაკავშირებით დაწერა, რომ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„არ უნდა ბევრი ბოდიალი: რეგიონული საკრებულოები და ბიუჯეტები და ასე შემდეგ. მთავარ კითხვას გაეცეს პასუხი, თუ შეიძლება“,- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.