ნიკა გვარამია – წულუკიანის „კომისიაზე“ მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი „გამპრავებელი“ ბოდიალი ამას არ უშველის, წერტილი

წულუკიანის „კომისიაზე“ მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„უნდა ვიცოდეთ, რომ წულუკიანის „კომისიაზე“ მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი „გამპრავებელი“ ბოდიალი ამას არ უშველის. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იხილება. სხდომაზე უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიას, გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ ქარელ, თამაზ ბესტაევს და უსმენენ ზურაბ ნოღაიდელს.