: ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! – საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ

საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს, დაანებეთ თავი ივანიშვილს! ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს! დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო, – ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა მ, მსვლელობის დროს სუს-თან გააკეთა, რითაც სუს-ის თანამშრომლებს მიმართა.

მისი თქმით, გამარჯვება ახლოსაა.

“გამარჯვება ახლოსაა, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს. ჩაატარა სუს-მა, ჩატარდა აქ, ამ შენობაში. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს გარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა, გარდა ჩვენი ინტერესების დაცვისა. გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! არჩევნები ჩვენია, საქართველო ჩვენია, ჩვენ არ დაგითმობთ სამშობლოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-თან.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მეტროსადგურს “სახელმწიფო უნივერსიტეტიდან” დაიძრნენ, საიდანაც ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების გავლით მსვლელობით მიდიან. თუ სად დასრულდება მსვლელობა, საბოლოო ლოკაცია ჯერ ცნობილი არ არის. აქციის მონაწილეები26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში