ნიკა გვარამია – ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც კი აქამდე ხალხისგან რუსულ რეჟიმს მოხვედრია!

უსცენო, უმუსიკო, უსადღეგრძელო – ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც კი აქამდე ხალხისგან მოხვედრია რუსულ რეჟიმს! – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ყველაფრის მიუხედავად.
„უსცენო, უმუსიკო, უსადღეგრძელო. მხოლოდ პატრიოტიზმი, გამბედაობა და მიზანმიმართულება. ყველანი ერთად, ყველაფრის მიუხედავად. ამიტომაც ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც კი აქამდე ხალხისგან მოხვედრია რუსულ რეჟიმს! დიდება თავისუფლებას“,- წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან

გივი მიქანაძე: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში