ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება

ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს! დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, “ანტიქართულმა ოცნებამ”, პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად “სახელმწიფო გადატრიალების საქმე”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, 13 სექტემბერს აქციის დაანონსებას “ანტიქართულმა ოცნებამ” სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა.
„მეგობრებო, “ანტიქართული ოცნება” გადავიდა საბოლოო სტადიაზე და All in შევიდა. ამ სტადიას შეგვიძლია ვუწოდოთ “ან ყველაფერი, ან არაფერი”!
როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ. ასეთია დაკვეთა დან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება.
13 სექტემბერს აქციის დაანონსებას “ანტიქართულმა ოცნებამ” სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია! ესე იგი უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა!
ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს! დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, “ანტიქართულმა ოცნებამ”, პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად “სახელმწიფო გადატრიალების საქმე”. რასაც იქიდან ამოუშვებს, ყველაფერი უკან უნდა მივუბრუნოთ პროპაგანდას!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, – წერს ნიკა გვარამია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, “დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, “საფარის”, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.