ნიკა გვარამია – ქვეყანას მართავენ გიჟები – ეს ხალხი უნდა წავიდეს, ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გზით

მე დღეს ვნახე ფსევდო პრემიერის, არალეგიტიმური პრემიერის პასუხი და ეს არის აბსოლუტური სიგიჟე, ქვეყანას მართავენ გიჟები, – ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელშიც ის -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრემიერს, ჯეი დი ვენსს მიმართავს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება შეძლოს.
„ქვეყანას ეს ხალხი საფრთხეს უქმნის. ეს პრეზიდენტს ტრამპის მიმართ მიწერილი კი არ არის, ეს არის პოზიცია მთელი ცივილიზებული დასავლეთის მიმართ. ეს ხალხი უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სამშობლო ვერ გადარჩება.
„MEGOBARI აქტი“ გვეუბნება მარტივ რამეს იმას, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უთხრა დავითაშვილს, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერია, „თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ“. ეს არის ახალი სამართლიანი და პოლიტპატიმრები გარეთ. სხვანაირად შეუძლებელია დასავლეთმა ის მიიღოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.