ნიკა გვარამია – „ქართულ ოცნებას“ აქვს 2 არჩევანი: ან ხელახალი არჩევნები, ან არაფერი, ჯობია, პირველ არჩევანს მიჰყვნენ – წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მარცხდება ავტორიტარული რეჟიმები, როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, ნანახი გვაქვს

„ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი: ან ხელახალი , ან არაფერი – ოღონდ არაფერი მათთვის – ჯობია, პირველ არჩევანს მიჰყვნენ, რომ პროცესები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ კალაპოტში წარიმართოს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ტვ. პირველთან“ ჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა უნდა მოვიდეს გონს, თქვას, რომ ხელახალი არჩევნებისთვის არის მზად. მისი თქმით, “ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის ჯერ კიდევ არსებობს რესურსები”, ხოლო “ავტორიტარები კარგად არასდროს არ ასრულებენ”.
“მთავრობა უნდა მოვიდეს გონს, თქვას, რომ ხელახალი არჩევნებისთვის არის მზად – წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მარცხდება ავტორიტარული რეჟიმები, როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, ნანახი გვაქვს. ისტორია მეორდება სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე კონტექსტის ფარგლებში. ავტორიტარები კარგად არასდროს არ ასრულებენ. საერთაშორისო წესრიგის ნაწილია საქართველო. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის გვინდა, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად, მშვიდობიანად წარიმართოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ხომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ გაიმარჯვა? – დაინიშნოს ახალი არჩევნები და დაამტკიცონ, რადგან არავის მსოფლიოში, რამდენიმე ოდიოზური გამონაკლისის გარდა საქართველოში ეს არ სჯერათ“, – განაცხადა გვარამიამ.
ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინის მიმდებარედ 20-ზე მეტი კარავია გაშლილი. ადგილზე მომიტინგეებს საავტომობილო მოძრაობა პარალიზებული აქვთ.
შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოწოდების შემდეგ მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.