– უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
„ამ წუთისთვის უპრეცედენტო აქტივობაა. აქტივობა შეადგენს 9.5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ აქტივობა იყო დაახლოებით, 10%. სხვაობა თითქმის არ არის. ოდნავ დაბალია აქტივობა დასავლეთ საქართველოში იმიტომ, რომ ძალიან წვიმს, მაგრამ ეს წვიმა ჯერ ერთი არ უნდა იყოს შემაფერხებელი გარემოება და ძალიან გთხოვთ მიდით არჩევნებზე. მაგრამ ამასთან. წვიმა გადაიღებს როგორც ამინდის პროგნოზით ვხედავთ. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს. ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს. ხმის მიცემის დინამიკა თუ ასე გაგრძელდება, 2 200 000-ზე მეტი ამომრჩეველი მივა, რაც გარანტირებულად ნიშნავს „ქართლი ოცნების“ დამარცხებას“, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე